საქსაიუამანის
სიმაგრე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეგალითური ნაგებობაა. მისი მშენებლობა
დაიწყო ინკთა იმპერატორის ტუპაკ იუპანკის დროს (1471-1493) და დასრულდა
უაინა კაპაკის (1493-1525) ზეობის ჟამს. სიმაგრის აგებას დაახლ. 50
წელიწადი დასჭირდა. XVI ს-ის პერუელი და ესპანელი ქრონისტების
თანახმად, სულ მშენებლობაზე დასაქმებული იყო 20 ათასი ადამიანი, მათგან 4
ათასი მუშაობდა ქვის მოპოვებაზე, 6 ათასი გადაზიდვაზე, დანარჩენი 10 ათასი
კი, ქვის დამუშავებასა და დაგებაზე. რკინის იარაღისა და ბორბალის
არარსებობის პირობებში, მშენებლობა მიმდინარეობდა პრიმიტიული მეთოდების
გამოყენებით. ლოდების გადაზიდვა ხდებოდა თოკების, დამუშავება - ქვის, ხოლო
სიმაღლეზე აწევა - მიწაყრილის საშუალებით. |
No comments:
Post a Comment